ლეკი მოთარეშე

ლეკი მოთარეშე

ქვეითი

ქვეითი მოთარეშეები ყამითა და ხმლით. სწრაფად მოვლენ და სწრაფადვე გაიქცევიან.

სამიზნე
ყველაფერი, რასაც მისწვდება
ბრძოლა
ხელჩართული
სიცოცხლე
22
სიჩქარე
62
ზიანი
5, ყოველ 1 წამში
აბჯარი
2: ყოველი დარტყმის 4%-ს იკავებს
ნადავლი
1 მონეტა, თუ ბოლო დარტყმას შენი გმირი მიაყენებს
ჩნდება
ქიზიყი, შიდა კახეთი, თუშეთი, ჰერეთი, გარე კახეთი, ერწო-თიანეთი, ხევსურეთი, ყაზახი

ისტორია

ლეკიანობა ჰქვია დაღესტნელი მთიელების თარეშს აღმოსავლეთ საქართველოში XVI-XIX საუკუნეებში. ქართული მატიანეები ამ მთიელებს „ლეკებს“ უწოდებდნენ. ეს საერთო სახელი იყო და არა რომელიმე ერთი ხალხისა.

თარეში გაძლიერდა, როცა ერთიანი საქართველოს სამეფო დაიშალა, მის ადგილას წარმოქმნილი სახელმწიფოები კი სეფიანთა ირანთან და ოსმალეთის იმპერიასთან ომებმა დაასუსტა. მოთარეშეები პირუტყვის, ქონებისა და ტყვეების წასაყვანად მოდიოდნენ. ბევრი ტყვე ახალციხის მონათა ბაზარზე იყიდებოდა.

მოთარეშეებს ჩვეულებრივ ხმალთან ერთად გრძელი ორპირი კავკასიური სატევარი, ყამა ანუ ხანჯალი ეკიდათ. თარეში შესუსტდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 1801 წელს აღმოსავლეთ საქართველო შეიერთა. უკანასკნელი დიდი შემოსევა იმამ შამილის 1854 წლის ლაშქრობა იყო.

წყაროები

სხვა მოთარეშეები

ჭარელი მხედარი · უზდენი მსროლელი · ყაჩაღი · ავარი მენაღმე · ლეკი მძარცველი · ავარი ნუქერი · ლეკი მედროშე · ჭარელი მედოლე · ლეკი ტყვის მტაცებელი · მოთარეშეთა კოშკი · ბოჭორმის ციხე-კოშკი · საომარი დროშა · ბაჰადური · ნურსალ-ბეგი, ავარიის ნუცალი · ომარ-ხანი, ავარიის ნუცალი · ჰაჯი-ჩალაბი, შაქის ხანი · მალაჩი კოხტა-ბელადი · შაქის აღა-ქიში

ითამაშე „ლეკთა თარეში“