მხედარი

მხედარი

ცხენოსანი

სწრაფი მხედრები ხმლებით. მსროლელებსა და მენაღმეებს ეწევიან, სანამ ისინი დიდ ზიანს მიაყენებენ.

ბრძოლა
ხელჩართული
უპირატესობა
მსროლელები (x2), მენაღმეები (x1.75)
სიცოცხლე
60
სიჩქარე
150
ზიანი
8, ყოველ 0.85 წამში
აბჯარი
10: ყოველი დარტყმის 17%-ს იკავებს
საწვრთნელი
საჯინიბო

ისტორია

მხედარი ცხენოსანს ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ქართული ლაშქრის ბირთვი ცხენოსანი ჯარი იყო: თავადაზნაურობა და მათი მხლებლები, სამეფო და სათავადო მამულებიდან გამოყვანილნი.

მეფის საკუთარი ცხენები სამეფო საჯინიბოში იდგა.

სხვა მეომრები

მონასპა მეშუბე · ხევსური მეხმალე · ფშაველი მცველი · მოისარი მშვილდოსანი · თუში მონადირე · მეთოფე · რაინდი · ყაზახელი მხედარი

ითამაშე „ლეკთა თარეში“